• 30-03-2024
    "მზად ვართ, რომ მიგიღოთ" - რას წერს ბუდუ ზივზივაძის მამა სოციალურ ქსელში
    "მზად ვართ, რომ მიგიღოთ" - რას წერს ბუდუ ზივზივაძის მამა სოციალურ ქსელში

    როგორც მოგეხსენებათ, ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართველები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას სასტუმროს ვერ იშოვდინენ, იგი მათ დიდი სიამოვნებით მიიღებდა.

    ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ პოსტი განათავსა.

    "მიასკდება ახლა ყველა ბუდუს, არ დახვდება სახლში და ე, მაგიტო გვეძახიან ქუთაისელებს აფერისტებს. არადა გულით თქვა!", - წერს იგი.

    აღსანიშნავია, რომ ამ პოსტს ბუდუ ზივზიავძის მამა შემდეგი კომენტარი გამოეხმაურა: "ჩვენ მზად ვართ მიგიღოთ! მიყვარხარ, მთელო საქართველო", - წერს კახა ზივზივაძე.

    Facebook კომენტარები