• 30-03-2024
    ისევ მშრალად შენახული კარი - მამარდაშვილის შეფასება "მალიორკასთან" მატჩში
    ისევ მშრალად შენახული კარი - მამარდაშვილის შეფასება "მალიორკასთან" მატჩში

    ლა ლიგის 30-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "მალიორკას" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

    აღსანიშნავია, რომ ქართველმა კიპერმა კარი მშრალად მორიგ ჯერზე შეინახა და აქტივში სამი სეივი ჩაიწერა.

    აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ 23 წლის კარის დარაჯმა მატჩში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

    კერძოდ, SofaScore-მა მამარდას თამაში 7.5 ქულით შეაფასა.

    ცნობისთვის, "ღამურებს" შემდეგი დაპირისპირება 4 აპრილს, "გრანადას" წინააღმდეგ ელით.

    Facebook კომენტარები