• 31-03-2024
    ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ორივე გუნდში - რა შეფასება მიიღო ზურიკომ "პარიზთან"
    ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ორივე გუნდში - რა შეფასება მიიღო ზურიკომ "პარიზთან"

    30 მარტს, საფრანგეთის ლიგა 2-ში "ბორდოსა" და "პარიზის" მატჩი შედგა, რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა.

    აღსანიშნავია, რომ ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე გოლთან ერთად, ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

    ამასთან, ქართველი შემტევი მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.

    რაც შეეხება მის შეფასებას, SofaScore-ის მიხედვით მან 8.1 ქულა დაიმსახურა, რაც მატჩში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

    აქვე გეტყვით, რომ ქართველის "პარიზთან" გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში მე-4 იყო.

    Facebook კომენტარები