• 31-03-2024
    ლასლო ბოლონი: “მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერი შეცდომა იყო”
    ლასლო ბოლონი: “მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერი შეცდომა იყო”

    როგორც მოგეხსენენათ, “მონაკო” საფრანგეთის 27-ე ტურის შეხვედრაში “მეცს” ესტუმრა და ანგარიშით 2:5 იმარჯვა.

    მატჩის შემდეგ, “მეცის” თავკაცმა, ლასლო ბოლონიმ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა:

    “ვფიქრობ, რომ გიორგი აიაქსში ტრანსფერისთვის მზად არ იყო, ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. მან აიაქსში ყოფნით ფაქტობრივად დრო დაკარგა.

    სანაკრებო პაუზის შემდეგ ვცდილობ, რომ ფეხბურთელები მენტალურად მოვამზადო. ისინი სხვა მიზნებზე იყვნენ გადართული და ახლა გუნდზე უნდა კონცენტრირდნენ”. - განაცხადა ბოლონიმ.

    ცნობისთვის, გიორგიმ მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები