• 01-04-2024
    ოფიციალურად - ცნობილია, რატომ ვერ მოხვდა ჩაკვეტაძე "უოტფორდის" განაცხადში
    ოფიციალურად - ცნობილია, რატომ ვერ მოხვდა ჩაკვეტაძე "უოტფორდის" განაცხადში

    პირველ აპრილს, ჩემპიონშიპის მე-40 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" გასვლაზე "ვესტ ბრომს" ესტუმრება.

    აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის განაცხადში ქართველი ფეხბურთელი მწვრთნელმა არ შეიყვანა.

    როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი წერს, მიზეზი ავადმყოფობაა, რის გამოც გიორგი თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

    აქვე გეტყვით, რომ 39 თამაშის შემდეგ, "უოტფორდი" ცხრილში 49 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.

    Facebook კომენტარები