02-04-2024
გადაწყვეტილება მიღებულია! - რა ბედი ელის გიორგი მიქაუტაძეს
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე უკვე რამდენიმე თვეა “აიაქსიდან” იჯარით “მეცში” ასპარეზობს.
Voetbal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიდერლანდული გუნდი მიქაუტაძეს აუცილებლად გაყიდის.
“მეცს” გიორგის გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლება, თუ ფრანგული გუნდი გიორგის არ შეისყიდის “აიაქსი” ქართველ ფორვარდს სხვა გუნდში გაუშვებს.
საგულისხმოა, რომ მიქაუტაძის შემცლელად “აიაქსი” “ატლანტა იუნაიტედის” არგენტინელ მსოფლიო ჩემპიონს, ტიაგო ალმადას განიხილავს.
ცნობისთვის, გიორგიმ მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები