ახალი ამბავი არ არის, რომ "მიუნხენის ბაიერნში" ბოლო წლებია მენეჯმენტის პრობლემებია აქტუალური. არაერთი მცდელობის მიუხედავად გუნდი ვერ ახერხებს ევროპის მასშტაბით ისე იასპარეზონ, როგორც მათგან მოელიან. გარდა ამისა, უკვე გადაწყვეტილია, რომ თომას ტუხელი გუნდს შემდეგ სეზონში აღარ გაწვრთნის. რაც შეეხება მისი შემცვლელის ვარიანტებს, ჩაბი ალონსოს განცახების შემდეგ, რომ ის ამ ეტაპზე არ გეგმავს "ლევერკუზენის" დატოვებას, აქტიურად იწერება გერმანიის მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის კლუბში დაბრუნების შესახებ.
ცნობილია, რომ ნაგელსმანსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია. გერმანიის ნაკრების თავკაცმა მზაობა უკვე გამოთქვა დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი გარემოებაა წინ რაც ამ პროცესის დაჩქარებას ხელს შეუშლის, მათ შორის მოახლოებული ევროპის ჩემპიონატი. ასევე გუნდის მმართველებსა და ავტორიტეტებს შორისაც არ არსებობს საერთო შეხედულება ამ საკითხზე ვინაიდან, ბევრს მიაჩნია, რომ იულიანის დაბრუნება არამიზანშეწონილი გადაწყვეტილება იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ ნაგელსმანი დაბრუნდება, არსებობს იდეა, რომ მოიყვანონ დუეტი ნაგელსმანი/ვაგნერი. თუმცა, სანდრო ვაგნერი ამჟამად DFB-ში რჩება და სამომავლო გეგმებზე განცხადება ამ ეტაპისთვის არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა სპეციალისტმა კლუბში ჰანსი ფლიკი ჩაანაცვლა და "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის სტატუსი 2022/23 წლებში ეკავა.