გიორგი ქოჩორაშვილი - გზა მომავალ კაპიტნობამდე გიორგი ქოჩორაშვილი - გზა მომავალ კაპიტნობამდე » Footballnews გიორგი ქოჩორაშვილი - გზა მომავალ კაპიტნობამდე
  • 02-04-2024
    გიორგი ქოჩორაშვილი - გზა მომავალ კაპიტნობამდე
    გიორგი ქოჩორაშვილი - გზა მომავალ კაპიტნობამდე

    გიორგი ქოჩორაშვილი ქართული ფეხბურთისთვის ნამდვილი აღმოჩენაა, ეს საბერძნეთთან ფინალმა და ლუქსემბურთან ნახევარ-ფინალმა დაამტკიცა.

    ის თუ როგორ მიდიოდა "ლევანტეს" ლიდერი გიორგი მიქაუტაძისკენ, რომელმაც თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააცუდა, ქართველ ქომაგს არ გამორჩენია.

    ამ მატჩში ქოჩორამ დიდი ბრძოლისუნარიონობა, თავდაჯერებულობა და ლიდერობა გამოამჟღავნა.

    120 წუთი დაუღალავად დარბოდა და აკონტროლებდა მოედნის ცენტრს, თანაგუნდელებს მუდმივად ამხნევებდა და ამ ყველაფრის შემდეგ, უბადლოდ ასრულებს პენალტების სერიის გახსნით დარტყმას, რომლის შესრულებაც თავად ითხოვა.

    ამ ყველაფრამდე გიორგიმ დიდი გზა გაიარა:

    ქოჩორამ კარიერა თბილისის "საბურთალოს" აკადემიაში დაიწყო. 18 წლის, 1-წლიანი იჯარით, ესპანური "ჟირონას" 19-წლამდელთა გუნდში წავიდა. 1 წლის შემდეგ მე-5 ლიგის, კატალონიურ "პერალადაში", ასევე 1-წლიანი იჯარით.

    კვლავ ერთი წლის შემდეგ, 2019 წელს, ქოჩორა მშობლიურ "საბურთალოში" დაბრუნდა, თუმცა 20 დღეში ის "ლევანტეს" მეორე გუნდმა 250 ათასი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს გუნდებში ქართველები დიდი იშვიათობა იყო, ამ ტრანსფერს საქართველოში დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია.

    აქ გიორგი დიდ სათამაშო დროს იღებდა და დროთა განმავლობაში გუნდის ლიდერადაც ჩამოყალიბდა.

    შიგადაშიგ ქართველი პირველ გუნდთან ვარჯიშობდა და სამატჩო განაცხადშიც ხვდებოდა. ლა ლიგაში დებიუტი კატალონიის "ბარსელონასთან" ჰქონდა, სადაც შორეული დარტყმით გატანა შეეძლო, თუმცა ტერ-შტეგენმა იყოჩაღა.

    ამ წლებში ქოჩორა პირველი გუნდის ძირითად წევრად ვერ ჩამოყალიბდა, ამიტომაც ის იჯარით ამდროისთვის მესამე, იმდროისთვის კი მეოთხე ლიგის გუნდში, "კასტელიონში" გაუშვეს, რომელსაც შედეგების მიუხედავდ საკმაოდ ბევრი ფანი ჰყავს. ახლაც თამაშებზე სტადიონი მუდამ სავსეა.

    გიორგის გამოჩენამ ამ გუნდის გულშემატკივარი ძალიან გაახარა, ის მალევე შეიყვარეს და ქართველს დღემდე ქომაგობენ.

    სათამაშო პრაქტიკა არ აკლდა, მან ჩემპიონატის ყველა მატჩში ითამაშა, სადაც 4 გოლის გატანა შეძლო. გარდა ამისა ის მუდამ ბრძოლით გამოირჩეოდა. ამ ყვეალფრით კი გუნდს დაწინაურებაში დაეხმარა.

    ქართველს თვალ-ყურს "ლევანტე" რა თქმა უნდა ადევნებდა და გიორგი, 2023 წლის ზაფხულში, ვალენსიურ გუნდში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად საქმე სხვაგვარად იყო.

    დაბრუნდა, როგორც გამორჩეული ფეხბურთელი და ლიდერი. ის მიდმინარე სეზონში მუდმივად თამაშობს.

    გიორგის აღზევება არც ვილი სანიოლს და მის სამწვრთნელო შტაბს გამორჩენია და მას 2023 წლის სექტემბერში ნაკრებში პირველად უხმეს. დებიუტი ნორვეგიასთან, ოსლოში, ჰქონდა, სადაც 2:1 დავმარცხდით.

    24 წლის ფეხბურთელისთვის მთავარ ნაკრებში ეს პირველი გამოძახება იყო, მანამდე ის მხოლოდ ასაკობრივ შეკრებებზეა ნამყოფი.

    ქოჩორაშვილს, 18-წლამდელებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული, 19-წლამდელებში 7, 21-წლამდელებში 7.

    მას ეროვნულ გუნდში 4 წლის განმავლობაში არ განიხილავდნენ, თუმცა გიო არ გაჩერებულა, მუდმივად მუშაობდა საკუთარ თავზე. თავში იპოვა ძალა, რომელმაც ბავშვობის ოცნება აახდენინა. მან მენტალური მონსტრი შექმნა.

    დღეს 24 წლის ქოჩორაშვილი ნაკრების ძირითადის წევრია, მისმა გამოჩენამ გუნდის ცენტრში არსებული ყველა პრობლემა გადაჭრა.

    გიორგი ქოჩორაშვილი არის ნაკრების მომავალი კაპიტანი, ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება, მან გადალახა ის სირთულეები, რომელმაც გააძლიერა და შესძინა ლიდერის ხასიათი.

    Facebook კომენტარები