• 04-04-2024
    განსხვავებული სტატისტიკა! - ხვიჩა კვარაცხელია სიის ლიდერია
    განსხვავებული სტატისტიკა! - ხვიჩა კვარაცხელია სიის ლიდერია

    ცნობილმა ევროპულმა გამოცემამ, Opta-მ სოციალურ ქსელში საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა.

    Opta-მ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ბურთის ტარების შემდეგ ყველაზე მეტი დარტყმის შემსრულებლების სია გაამხილა.

    საგულისხმოა, რომ პსჟ-ს თავდამსხმელთან, კილიან მბაპესთან ერთად რეიტინგის ლიდერი “ნაპოლის” ახალგაზრდა გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

    ზემოხსენებულ სტატისტიკა ორივე 50-ჯერ აქვს განხორციელებული.

    ცნობისთვის, მე-3 ადგილს მადრიდის “რეალის” შემტევი, როდრიგო გოეში იკავებს.

    Facebook კომენტარები