04-04-2024
განახლებული რეიტინგი! - საქართველოს ნაკრებს პროგრესი აქვს
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრაში საბერძნეთი დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე მოხვდა.
FIFA-მ ამჯერად აპრილის თვეშიც განაახლა რეიტინგი, სადაც ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს პროგრესი აქვს.
საქართველოს ნაკრები 77-ე ადგილიდან 75 ადგილზე დაწინაურდა. “ჯვაროსნებმა” ისრაელსა და გვინეას გადაასწრეს.
ცნობისთვის, სიის ლიდერი კვლავ მსოფლიო ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები გახლავთ.
ტეგები:
Facebook კომენტარები