• 06-04-2024
    ცნობილია! - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია “მონცას” წინააღმდეგ
    ცნობილია! - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია “მონცას” წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას საბერძნეთთან თამაშის შემდეგ ტრავმა აწუხებდა.

    სწორედ ამ მიზეზის გამო 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა “ატალანტასთან” გამართული შეხვედრა გამოტოვა.

    როგორც “ნაპოლის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება კვარაცხელიამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და მომდევნო მატჩისთვის მზად არის.

    შესაბამისად, 7 აპრილს “მონცას” წინააღმდეგ დიდი ალბათობით ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდება.

    Facebook კომენტარები