• 08-04-2024
    “არ ვიცოდი რამდენ ხანს შეეძლო თამაში” - კალცონამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
    “არ ვიცოდი რამდენ ხანს შეეძლო თამაში” - კალცონამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” სერია ა-ს 31-ე ტურის შეხვედრაში “მონცას” ესტუმრა და ანგარიშით 2:4 იმარჯვა.

    მატჩის შემდეგ “ნაპოლის” თავკაცმა, ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

    “შეტევაში მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს. კვარაცხელია და ნგონგე ტრავმებიდან ახალი დაბრუნებული არიან და არ ვიცოდი, რამდენ ხანს შეეძლოთ თამაში, ამიტომ ვამჯობინე ისინი სასტარტო შემადგენლობაში გამომეყენებინა. ვინც მეორე ნახევაეში ჩაერთო თამაშში, კარგად ითამაშეს. ზოგადად, არ მგონია, რომ შეტევაში ნაკლი გვქონდეს”. - განაცხადა კალცონამ.

    ცნობისთვის, კვარამ “მონცას” წინააღმდეგ საგოლე გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები