• 08-04-2024
    ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანური პრიზისთვის - რა შედეგები აქვს და რომელ ადგილზეა მამარდა „ზამორასთვის“ ბრძოლაში
    ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანური პრიზისთვის - რა შედეგები აქვს და რომელ ადგილზეა მამარდა „ზამორასთვის“ ბრძოლაში

    გავლენიანი ესპანური გამოცემა "Marca" ყოველი ლა ლიგის სეზონის შემდეგ მეკარეების პრესტიჟილ ჯილდოს "Trofeo Ricardo Zamora"-ს გასცემს.

    რეიტინგი იმის მიხედვით ირჩევა, თუ ვინ რამდენი გოლი გაუშვა.

    ჩვენდა სასიხარულოდ, "ზამორას" სამეულში "ვალენსიას" ქართველი კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.

    მამარდას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 30 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 32 გოლი გაუშვა და 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

    მის წინ, მეორე ადგილზე, "რეალ სოსიედადის" მეკარე ალექს რემიროა 28 მატჩი 28 გაშვებული გოლით.

    ხოლო პირველ ადგილს ბილბაოს "ატლეტიკისა" და ესპანეთის ნაკრების კიპერი უნაი სიმონი, 29 მატჩში 26 გაშვებული გოლით, იკავებს.

    ქართველი მეკარე ყველაზე პრესტიჟული მეკარეების ჯილდოსთვის იბრძოლებს. 

    ცნობისთვის, გიორგის ლა ლიგაში კიდევ 8 ტური აქვს სათამაშო, სადაც არავინ იცის რა მოხდება.

    Facebook კომენტარები