• 08-04-2024
    გაუშვებს თუ არა "ნაპოლი" ხვიჩას - "პარტენოპეიმ" "ბარსას" თავისი პოზიცია აცნობა
    გაუშვებს თუ არა "ნაპოლი" ხვიჩას - "პარტენოპეიმ" "ბარსას" თავისი პოზიცია აცნობა

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში ხვიჩა კვარაცხელია კატალონიის "ბარსელონასთან" აქტიურად დააკავშირეს.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიაში ახალი ცნობები გავრცელდა.

    ირკვევა, რომ გარდა ქართველი ვინგერისა, "ბლაუგრანას" "ნაპოლიდან" სტანისლავ ლობოტკას დამატება სურს.

    თუმცა, როგორც იწერება, ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კატალონიელები მტკიცე უარით გაისტუმრა.

    თუ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, იტალიური გუნდი ხვიჩასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

    აქვე გეტყვით, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივების შემთხვევაში კვარას ხელფასი 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

    Facebook კომენტარები