• 08-04-2024
    ევერტონს ქულები დააკლეს - რა გადაწყვიტა ლიგამ
    ევერტონს ქულები დააკლეს - რა გადაწყვიტა ლიგამ

    დამოუკიდებელმა კოლეგიამ "ევერტონს" ორი ქულა ჩამოაკლო, მიზეზად კი პრემიერ ლიგის ფინანსური მოგებისა და მდგრადობის წესების (PSR) დარღვევა დასახელდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე სეზონში, როცა კლუბს ქულები ჩამოაკლდა. 

    პრემიერ ლიგის რეგულაციები ადგენს, რომ კლუბს უფლება აქვს სეზონი დაასრულოს ფინანსური დანაკარგის სახით არაუმეტეს 105 მილიონი ფუნტით (132,54 მილიონი დოლარი) სამი წლის განმავლობაში. 

    გასულ თვეში ჩატარებული სამდღიანი მოსმენის შემდგომ, დამოუკიდებელი კომისია გაეცნო კლუბის მტკიცებულებებსა და არგუმენტებს 16,6 მილიონი ფუნტის დარღვევის პოტენციურ შემამსუბუქებელ გარემოებათა შესახებ, ნათქვამია პრემიერ ლიგის განცხადებაში. 

    ამ ყველაფრის შემდეგ, კომისიამ შესაბამისი სანქცია დაადგინა, რომელიც "ევერტონისთვის" ორი ქულის ჩამოკლებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. 

    ქულების ჩამოკლება ნიშნავს, რომ "ევერტონი" პრემიერ ლიგის ცხრილში ერთი ადგილით დაქვეითდა და მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. ახლა უკვე ისინი გასავარდნი ზონიდან ორი ქულის მოშორებით იმყოფებიან. 

    პრემიერ ლიგამ დაამატა, რომ რჩება დავა ევერტონის ახალი სტადიონის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ლიგა ამტკიცებს, რომ სტადიონის თანხები უნდა გატარდეს, როგორც ფინანსური დანაკარგი PSR-თან მიმართებაში, ხოლო "ევერტონი", თავის მხრივ, ამის საპირისპიროს ამტკიცებს. ლიგა ასევე განიხილავს კლუბისთვის დამატებითი ჯარიმის დაკისრების საკითხს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ამის შესახებ მოსმენა ამ სეზონში ჩატარდეს. 

    "ევერტონის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აპირებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას და ამისთვის მზადება უკვე დაიწყეს. მათი თქმით, კლუბი უკიდურესად შეშფოთებულია სხვადასხვა კომისიების არაერთგვაროვანი მიდგომით ქულების დაკლებასთან დაკავშირებით".

    Facebook კომენტარები