• 09-04-2024
    ბრწყინვალე ამბავი! - მიქაუტაძე კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    ბრწყინვალე ამბავი! - მიქაუტაძე კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” 23 წლის თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში “ბრესტის” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.

    გავლენიანი გამოცემა, Whoscored-ის ვერსიით, მიქაუტაძე კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

    საგულისხმოა, რომ გიორგიმ 8.83 შეფასება დაიმსახურა, რაც მთლიან სიმბოლურ გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

    ცნობისთვის, 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები