• 09-04-2024
    "ლივერპული" ამორიმთან ერთ ნაბიჯშია
    "ლივერპული" ამორიმთან ერთ ნაბიჯშია

    გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, "ლივერპული" რუბენ ამორიმთან კონტრაქტის დადებასთან ძალიან ახლოსაა. 

    ჟურნალისტის განცხადება X-ზე: "ამბობენ, რომ "ლივერპულთან" სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. ამორიმს ნამდვილად სურს შეუერთდეს "წითლების" მომავალ სეზონში და კლუბის მხრიდანაც მზაობა ბოლო კვირების გამნავლობაში აშკარაა.

    "მას შეუძლია კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმოს, ცნობილია, რომ "სპორტინგთან" საბოლოო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. საჭიროა მეტი წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან გარიგება მაინც შეიძლება ჩაიშალოს.

    39 წლის სპეციალისტი ასევე "ბაიერნის" კანდიდატებშიც იქნა დასახელებული, თუმცა "რეკორდმაისტერი" მხოლოდ ინტერესის გამოხატვით შემოიფარგლა და ყურადღება გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის - იულიან ნაგელსმანის დამატებისკენ მიმართა.

    ბოლო დროს ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ამორიმთან კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ, "ლივერპული" "სპორტინგს" 15-დან  20 მილიონ ევროს გადაუხდის.

    შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის მონაგარი "სპორტინგთან" ერთად შემდეგია: 1 პორტუგალიის ჩემპიონატი, 1 პორტუგალიის სუპერთასი და 3 პორტუგალიის ლიგის თასი.

    Facebook კომენტარები