• 09-04-2024
    "ამაზე კარგი წელს ვერაფერი მოხდებოდა" - სანიოლს "ბაიერნზე" ჰკითხეს
    "ამაზე კარგი წელს ვერაფერი მოხდებოდა" - სანიოლს "ბაიერნზე" ჰკითხეს

    მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა და საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვილი სანიოლმა, გერმანულ მედიასთან ინტერვიუში "რეკორდმაისტერის" პრობლემებზე ისაუბრა.

    "ბუნდესლიგის ტიტულის დაკარგვა და სირთულეების წინაშე დადგომა ამ სეზონში, არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა "ბაიერნის" თავს მომხდარიყო". ეს ყოველივე გუნდს უბიძგებს გადახედოს, თუ რა ცვლილებების განხორციელებაა საჭრო. როგორც წესი, ეს ყველაფერი მომავალში გუნდზე მხოლოდ პოზიტიურად იმოქმედებს.

    ვილი ასევე გუნდის სატრანფერო პოლიტიკას გამოეხმაურა: ‘’შესაძლოა, მათ ახალი მოტივაციის მქონე მოთამაშეები სჭირდებათ. ველოდები, რომ "ბაიერნი" მომავალ სეზონში კვლავ ქვეყნის სათავეში იქნება." 

    შეგახსენებთ, რომ ფრანგმა სპეციალისტმა კარიერის უდიდესი ნაწილი "რეკორმაისტერის" შემადგენლობაში გაატარა და კლუბთან ერთად 5 ბუნდესლიგა, 4 გერმანიის თასი, 1 საკონტინენტთაშორისო თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

    Facebook კომენტარები