• 10-04-2024
    მანჩესტერის სია ცნობილია - დატოვებს თუ არა ტენ ჰაგი კლუბს
    მანჩესტერის სია ცნობილია - დატოვებს თუ არა ტენ ჰაგი კლუბს

    ერიკ ტენ ჰაგი ბეწვის ხიდზე გადის. ნიდერლანდელის არასტაბილური შედეგები "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი დათხოვნის შანსებს ძალიან ზრდის.

    "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ოთხეულიდან ჯერ კიდევ შორს არიან. მათ 11 ქულა სჭირდებათ ცხრილში მეოთხე ადგილის დასაკავებლად, რის იმედებსაც გუნდის დღევანდელი ფორმა ნაღდად არ იძლევა.

    მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ჯერ არ მიუღია ზუსტი გადაწყვეტილება ტენ ჰაგის გაშვების შესახებ, ისინი, გავრცელებული ინფორმაციით, ღიად აცხადებენ თავიანთ ვარიანტებს ახალი მწვრთნელთან დაკავშირებით.

    "CBS Sports"- ის ჟურნალისტ - ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, "წითელ ეშმაკებს" ამჟამად სამი მენეჯერი ჰყავთ შერჩეული იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ტენ ჰაგი დატოვებს.

    პირველი გარეთ საუთგეიტია, რომელიც ამ სიის პრიორიტეტს წარმოადგენს. მას უპირატესობა დიდწილად დენ ეშვორთთან ძლიერი ურთიერთობის გამო ენიჭება, რომელიც ივარაუდება, რომ იუნაიტედის მომდევნო სპორტული დირექტორია.

    გარდა ამისა, კლუბში აქტიურად განიხილავენ გერმანიის ნაკრების თავკაცის - იულიან ნაგელსმანის კანდიდატურას, თუმცა მისი და მიუნხენის "ბაიერნის" სიტუაციის გათვალისწინებით, გუნდში მისი მოსვლის იმედი არ აქვთ.

    სიაში მესამე კი ზინედინ ზიდანია, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ზიდანის დათანხმება კლუბს გაუჭირდება, ვინაიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნაზე ფრანგმა ერთხელ უკვე თქვა უარი.

    თუმცა, ტენ ჰაგი საკმაოდ დარწმუნებულია იმაში, რომ კლუბში დარჩება. ამ სეზონში კი მის მთავარ მიზანს ასოციაციის თასის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა წარმოადგენს.

    Facebook კომენტარები