• 10-04-2024
    ჩემპიონთა ლიგაზე შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს - არტეტამ მატჩის შემდეგ ისაუბრა
    ჩემპიონთა ლიგაზე შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს - არტეტამ მატჩის შემდეგ ისაუბრა

    არსენალის მედიის ციტირებით, მიკელ არტეტამ მატჩის შემდგომ ინტერვიუში თქვა: " ვფიქრობ, თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ".

    "ჩვენ დომინანტები ვიყავით, თითქმის სულ მეტოქის ნახევარზე ვმოძრაობდით, გარკვეული იმპულსი შევქმენით და პირველი გოლიც გავიტანეთ".

    "ბენ უაითს მატჩის კრიტიკულ მომენტში შანსი ჰქონდა, სხვაობა ორამდე გაეზარდა, როცა ის ნოიერის პირისპირ აღმოჩნდა, უეცრად კი ყველაფერი შეიცვალა".

    "ჩემპიონთა ლიგაზე არ გვაქვს უფლება, მეტოქეს მცირედი შეცდომა მაინც ვაჩუქოთ" განაცხადა ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა.

    მისი თქმით: "რეკორდმაისტერი" ცნობილია იმით, რომ ისინი გაცილებით დომინანტები არიან, როდესაც  "ალიანს არენაზე" უწევთ თამაში. მათი გამოცდილება კი ამ ტურნირზე უდიდესია, ამიტომაც უნდა ვეცადოთ შეცდომები აღარ დავუშვათ, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზში. 

    Facebook კომენტარები