• 10-04-2024
    "ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით" - ბრაიან რობსონმა ბელინგემის პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრა
    "ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით" - ბრაიან რობსონმა ბელინგემის პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრა

    "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა - ბრაიან რობსონმა ისაუბრა იმაზე, რაც მოხდა, როდესაც ის, ერიკ კანტონა და სერ ალექს ფერგიუსონი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ჯუდ ბელინგემი, 2020 წელს "წითელ ეშმაკებს" შეერთებოდა. 

    მან ისაუბრა შეხვედრაზე, რომელიც კარინგტონში შედგა, სავარჯიშო ბაზაზე.

    „ჩვენ კარინგტონში ვიყავით, სერ ალექსი იქ ჩემზე ცოტა ადრე იყო, მაგრამ მე და ერიკი შევხვდით ჯუდს და მის მშობლებს ვესაუბრეთ. 

    "იმედისმომცემი იყო, თითქოს ის ნამდვილად აპირებდა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას... მე და ერიკმა დიდი შეცდომა დავუშვით, როცა მან კონტრაქტს ხელი"ბორუსიასთან მოაწერა! " ჩვენ გვეგონა, რომ ის დარწმუნებული გვყავდა!”. 

    ჯუდის არჩევანში კანტონასა და რობსონის მხრიდან თავის დადანაშაულება ალოგიკური იქნებოდა, ვინაიდან ბელინგემმა "წითელი ეშმაკები" იმიტომ არ აირჩია, რომ არ იზიდავდა პროექტი, რომელიც კლუბმა მისთვის დაისახა. 

    სამაგიეროდ, "იუნაიტედმა" მოახერხა უნიჭიერესი ნახევარმცველის - კობი მაინოს აღმოჩენა, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია მთელი ევროპის მასშტაბით. მას მიმდინარე სეზონში 23 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

    Facebook კომენტარები