• 12-04-2024
    "ქოჩორაშვილზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ ამას ვიტყვი" - რა თქვა კახა კალაძემ
    "ქოჩორაშვილზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ ამას ვიტყვი" - რა თქვა კახა კალაძემ

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ქოჩორაშვილისა და კახა კალაძის საკითხი ბოლო დროს აქტუალური გახდა.

    ამ თემაზე ყოფილმა ქრთველმა ფეხბურთელმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ განმარტება გააკეთა.

    "არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის, უბრალოდ თავს მივეცი უფლება მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი.

    "დაწერეს გიორგი ქოჩორაშვილი "ნაციაო", თითქოს ეს ვთქვი. ყველაფერს იკადრებენ.

    "საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ როგორი კამპანია მიმდინარეობს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს

    "ქოჩორაშვილზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ მას წარმატებეს ვუსურვებ ევროპის ჩემპიონატზე. ახლ ის, რომ ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის", - თქვა კალაძემ.


    Facebook კომენტარები