• 12-04-2024
    ოსიმენის პირობა თანაგუნდელებს - ვიქტორი "ნაპოლიდან" მიდის
    ოსიმენის პირობა თანაგუნდელებს - ვიქტორი "ნაპოლიდან" მიდის

    სერია A-ს მოქმედ ჩემპიონს "ნაპოლის", როგორც ჩანს, განზრახული აქვს შეელიოს ვიქტორ ოსიმენს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ნიგერიელმა კი წასვლამდე პირობა დადო.

    La Gazzetta dello Sport-ი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და ოსიმენი სეზონის ბოლოს "ნაპოლის" ნამდვილად დატოვებს. თავდამსხმელს სურს კლუბისთვის ყველაფერი გასცეს და თანაგუნდელებს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გუნდი ოთხეულში გაიყვანოს. მისი სურვილია, რომ "პარტენოპეიმ" შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს.

    შეგახსენებთ, რომ 25 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 26 ჩატარებულ მატჩში 14 გოლი და 4 ასისტია.

    Facebook კომენტარები