• 13-04-2024
    "დიდი წნეხი ვიგრძენი" - სონმა კეინის წასვლაზე ისაუბრა
    "დიდი წნეხი ვიგრძენი" - სონმა კეინის წასვლაზე ისაუბრა

    სონ ჰიუნ-მინმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ზეწოლას გრძნობდა ჰარი კეინის "ტოტენჰემიდან" წასვლის შემდეგ. მისი თქმით, ის ამ ზეწოლას ხედავს, როგორც გაუმჯობესებისთვის მამოძრავებელ ძალას.

    მან თქვა: "ვფიქრობ, ყველას სურს წინსვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰარიმ კლუბი დატოვა. როდესაც ის აქ თავს ბედნიერად გრძნობდა, სეზონში 30 გოლი გარანტირებული იყო, მაგრამ ახლა ვინ აპირებს ამ კლუბის სახელით 30 გოლის გატანას?"

    "მე მიყვარს ზეწოლა, რადგან როცა პრემიერ ლიგაში თამაშობ, ეს აუცილებელია, რათა განვითარდე."

    სონმა გასულ ზაფხულს "ლესტერიდან" 40 მილიონ ფუნტად შეძენილი ნახევარმცველის, ჯეიმს მედისონის სათამაშო სტილით აღფრთოვანებაც გამოხატა.

    "მე მისით "სპურსში" გადმოსვლამდეც გაოცებული ვიყავი, რადგან მომწონს ისეთი ტიპის მოთამაშე, რომელიც თავისი ხარისხით თამაშებს ქმნის. მისი შანსების შექმნა, გოლების გატანა, გარბენის გაკეთება - მინდა, რომ მას დავეხმარო გახდეს კიდევ უკეთესი ფეხბურთელი. ის ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს." განაცხადმა სამხრეთ კორეელმა ფორვარდმა.

    Facebook კომენტარები