• 15-04-2024
    გიორგი მამარდაშვილი მორიგ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს - რას წერენ ქართველზე
    გიორგი მამარდაშვილი მორიგ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს - რას წერენ ქართველზე

    უცხოურ მედიაში საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" ფეხბურთელზე, გიორგი მამარდაშვილზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

    კერძოდ, როგორც გამოცემა "Todofichajes"-ი წერს, ქართველი კარის დარაჯის დამატებით მორიგი გრანდი დაინტერესდა.

    საუბარია "პარის სენ-ჟერმენზე", რომელიც ჯანლუიჯი დონარუმას არასტაბილური თამაშის გამო ახალ კიპერს ეძებს.

    წყარო აქვე იუწყება, რომ პარიზელები გიორგის სწორედ იტალიელი მოთამაშის შემცვლელად განიხილავენ და ტრანსფერისთვის 35 მილიონ ევროსაც ამზადებენ.

    აქვე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სხვა გრანდების შეთავაზება, რომელიც "ღამურებმა" მამარდას თაობაზე მიიღეს, 30 მილიონ ევროს არ აღემატება.

    ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 32 გოლი გაუშვა, ხოლო კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა.

    Facebook კომენტარები