• 15-04-2024
    საოცარი სტატისტიკა! - გიორგი მიქაუტაძე “მეცის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა
    საოცარი სტატისტიკა! - გიორგი მიქაუტაძე “მეცის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა

    საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ბოლო დროს ჩინებულ ფორმაში იმყოფება.

    Transfmarkt-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მიქაუტაძე “მეცში” ჩატარებულ 57 შეხვედრაში 33 გოლი აქვს გატანილი.

    შედეგად, გიორგი ფრანგული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-7 ადგილს იკავებს, რაც 23 წლის მოთამაშისთვის ბრწყინვალე მაჩვენებელია.

    ცნობისთვის, “მეცის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იენი ნგაკოტო გახლავთ, რომელმაც 211 შეხვედრაში 53 გოლის გატანა შეძლო.

    ცნობისთვის, მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები