• 15-04-2024
    “სავარჯიშოდ 100 კილომეტრის გავლა მიწევდა” - გიორგი მამარდაშვილი
    “სავარჯიშოდ 100 კილომეტრის გავლა მიწევდა” - გიორგი მამარდაშვილი

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” ახალგაზრდა მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

    23 წლის გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახლავთ.

    გიორგი მამარდაშვილმა ახალგაზრდა კოლეგებს “ვალენსიას” ვარჯიშზე გამოცდილება გაუზიარა:

    “აქ ფეხბურთის თამაშის ბევრი შესაძლებლობა გაქვს, საქართველოში ეს ასე არაა. როცა პატარა ვიყავი, ვარჯიშზე მისასვლელად 100 კილომეტრის გავლა მიწევდა, შემდეგ 100 კილომეტრი უკან უნდა გამევლო. ეს მარტივი არ იყო, მაგრამ ყოველდღიურად ვარჯიშით მივაღწიე შედეგს”. - განაცხადა მამარდაშვილმა.

    Facebook კომენტარები