• 16-04-2024
    რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა “ოსასუნას” წინააღმდეგ
    რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა “ოსასუნას” წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” ახალგაზრდა მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ჩინებულ ფორმაშია.

    “ვალენსიამ” ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში “ოსასუნას” უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 იმარჯვა.

    23 წლის მეკარემ თერთმეტმერიანი მოიგერია და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

    გავლენიანი გამოცემა Sofascore-ის ვერსიით, გიორგის 7.1 შეფასება ერგო, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გახლავთ.

    ცნობისთვის, მამარდაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში “ვალენსიას” უკაპიტნა კიდეც.

    Facebook კომენტარები