• 16-04-2024
    შესაშური სტატისტიკა! - კოულ პალმერი პრემიერ ლიგის ბომბარდირია
    შესაშური სტატისტიკა! - კოულ პალმერი პრემიერ ლიგის ბომბარდირია

    როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში ლონდონის “ჩელსიმ” შინ “ევერტონი” მიიღო და ანგარიშით 6:0 იმარჯვა.

    აღნიშნულ შეხვედრაში ლონდონელთა ახალგაზრდა შემტევმა, კოულ პალმერმა პოკერი შეასრულა და პრემიერ ლიგის ბომბარდირთა სათავეში მოექცა.

    ის ტურნირის ბომბარდირის სტატუსს ერლინგ ბრაუნტ ჰოლანდთან ერთად ინაწილებს.

    საგულისხმოა, რომ კოულ პალმერი ედენ აზარის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “ჩელსის” მაისურით პრემიერ ლიგაში 20 ან მეტი გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები