• 16-04-2024
    ემოციური სიტყვებია, გიო - რა თქვა მამარდამ მას შემდეგ, რაც „ვალენსიას“ კარიერაში პირველად უკაპიტნა
    ემოციური სიტყვებია, გიო - რა თქვა მამარდამ მას შემდეგ, რაც „ვალენსიას“ კარიერაში პირველად უკაპიტნა

    ლა ლიგის 31-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ოსასუნა“ სტუმრად 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

    მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელიც კარიერაში პირველად კაპიტნობდა ვალენსიურ გუნდს. მან შეხვედრის მიწურულს ანტე ბუდიმირის დარტყმული პენალტიც მოიგერია.

    შეხვედრის შემდეგ მამარდამ სოციალურ ქსელში დაწერა:

    მნიშვნელოვანი თამაში ჩემთვის! საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი როგორიც ვალენსია! სამი ქულა და მშრალი კარი! მადლობა გულშემარკივრობისთვის!

    Facebook კომენტარები