• 16-04-2024
    გრანდებისგან ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა - ვის დაუკავშირეს გიორგი მამარდაშვილი
    გრანდებისგან ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა - ვის დაუკავშირეს გიორგი მამარდაშვილი

    "ვალენსიას" კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი რომ ბრწყინვალე ფორმაშია, ამას ყველა კარგად ამჩნევს.

    ქართველ კიპერს ლა ლიგის ამ სეზონში 12 მშრალად შენახული კარი დაუგროვდა და ზამორას ტიტულისთვის ბრძოლას კვლავ აგრძელებს.

    ბუნებრივია, ეს ყველაფერი არც ევროპული გრანდების უყურადღებოდ რჩება, რომლებიც 23 წლის მეკარისადმი უდიდეს ინტერესს იჩენენ.

    სპორტული გამოცემა "Elgoldigital"-ს ცნობით, მამარდაშვილის მიმართ სურვილი პრემიერ ლიგის გრანდებმაც გამოთქვეს.

    თუ აღნიშნულ პორტალს დავუჯერებთ, "ღამურების" პრეზიდენტი, პიტერ ლიმი გიორგის არანაკლებ 20 მილიონ ევროდ გასხვისებას გეგმავს.

    წყარო აქვე იუწყება, რომ "ვალენსია" მამარდაშვილის შემცვლელს უკვე დიდი ხანია ეძებს და ერთ-ერთ კანდიდატად ჩრდილო მაკედონელ სტოლე დიმიტრიევსკის განიხილავენ.

    ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარი მეკარე ლა ლიგაში თავის პოზიციაზე ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებულია და მისი სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევროს შეადგენს.


    Facebook კომენტარები