• 17-04-2024
    კანმა გუნდიდან წასვლის შემდეგ პირველად ისაუბრა - უახლესი ცნობები
    კანმა გუნდიდან წასვლის შემდეგ პირველად ისაუბრა - უახლესი ცნობები

    ოლივერ კანიმა, მისი გუნდიდან გათავისუფლების შემდეგ პირველად, "SPORTBILD"-თან ინტერვიუში, "ბაიერნის" ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

    „მრავლისმთქმელია, როდესაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მწვრთნელი, რომელმაც არცთუ ისე ვარსკვლავებით სავსე გუნდი პარიზში, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა და "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მიუნხენში ამდენ პრობლემას წააწყდა.

    "ბაიერნში" უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ გარდა ქვეყნის ჩემპიონატს სხვა გუნდებიც თამაშობენ. "ბაიერ ლევერკუზენმა" არაჩვეულებრივი სეზონი ითამაშა და დამსახურებითაც მოიპოვა ბუნდესლიგის ტიტული. 

    "მათ დაუჯერებელი მოგებათა  სერია აქვთ. რაღაც მომენტში ეს "ბაიერნის" თვითშეფასებაზე მოქმედებს, მაგრამ მათ უნდა აღიარონ, რომ "ფარმაცევტები" საუკუნის სეზონს ატარებენ." ალბათ, სწორედ ეს იყო "ბაიერნის" ტახტიდან ჩამოგდების ერთადერთი გზა. 

    Facebook კომენტარები