• 19-04-2024
    "ბაიერნმა" თავისი სამიზნე შეარჩია - ზიდანი გერმანიაში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა
    "ბაიერნმა" თავისი სამიზნე შეარჩია - ზიდანი გერმანიაში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

    გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი მზადაა, ჩაანაცვლოს ტომას ტუხელი და მომავალი სეზონიდან "მიუნხენის ბაიერნი" ჩაიბაროს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია.

    მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მას შემდეგ უმუშევარია, რაც 2021 წელს მადრიდის "რეალის" მწვრთნელის პოსტი მეორედ დატოვა. ამის შემდეგ, არაერთი კლუბისგან ჰქონია მას შეთავაზება, მათ შორის იყვნენ პრემიერ ლიგისა და ლიგა 1-ის გუნდები, გარდა ამისა ის განიხილებოდა, როგორც დიდიე დეშამის მემკვიდრე საფრანგეთის ნაკრებში.

    თუმცა, ამ დრომდე რაიმე კონკრეტული შეთავაზება არ გაკეთებულა, ზიდანი შესაფერის მომენტს ელოდა საკუთარი თავის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად. ახლა კი, როგორც ჩანს, 51 წლის სპეციალისტი მზადაა სამწვრთნელო კარიერის გასანახლებლად, ხოლო რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ბუნდესლიგის გიგანტმა ზიდანის ყურადღება ყველაზე მეტად მიიპყრო.

    Facebook კომენტარები