• 20-04-2024
    “ბარსელონას” დანი ოლმოს დამატება სურს
    “ბარსელონას” დანი ოლმოს დამატება სურს

    როგორც მოგეხსენებათ, “ლაიპციგის” 25 წლის ესპანელი ნახევარმცველი, დანი ოლმო ჩინებულ ფორმაშია.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფერან მარტინესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ოლმოს დამატება სურს.

    “ლურჯ-ბროწეულისფერები” მზად არიან, რომ ოლმოში გერმანულ გუნდს 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.

    ცნობისთვის, 25 წლის დანი ოლმო სწორედ კატალონიის “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილი გახლავთ.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ დანიმ მიმდინარე სეზონში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები