• 20-04-2024
    "უკან, "ჩელსიში" გაგზავნეთ" - "იუნაიტედის" ფანებმა მაუნტს გადაუარეს
    "უკან, "ჩელსიში" გაგზავნეთ" - "იუნაიტედის" ფანებმა მაუნტს გადაუარეს


    "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები იმედგაცრუებულები დარჩნენ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მეისონ მაუნტი კვლავ ტრავმირებულია.

    "წითელ ეშმაკებს" ასოციაციის თასის ნახევარფინალის წინ, უკვე ძალიან ბევრი ტრავმირებული დაუგროვდათ. ამ სიას ყველაზე ბოლოს მეისონ მაუნტი, ვილი კამბალა და სოფიან ამრაბატი შეემატნენ. კლუბს უკვე 10 მოთამაშე ჰყავს ლაზარეთში, რომელთა უმეტესი ნაწილი, გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია.

    მეისონ მაუნტის შემთხვევამ, კი გულშემატკივარში დიდი განაწყენება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ისინი ფეხბურთელის "ჩელსიში" დაბრუნებას ითხოვენ და ფიქრობენ, რომ ის "იუნაიტედის" ისტორიაში ყველაზე ცუდი 7 ნომერია.

    შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2023 წლის ზაფხულში მაუნტი ლონდონიდან მანჩესტერში გადაბარგდა, მან ყველა ტურნირზე ჯამში 17 მატჩი ჩაატარა და მოედანზე მხოლოდ 673 წუთი დაჰყო. მან ერთ-ერთი მთავარი დაზიანება ჯერ კიდევ ნოემბერში მიიღო, რის გამოც, მარტის ბოლომდე იუქმა, ახლა კი დიდია შანსი, მიმდინარე სეზონში მან მეტი მატჩი ვეღარც ჩაატაროს.

    Facebook კომენტარები