• 21-04-2024
    “კინაღამ გავგიჟდი” - გიორგი მიქაუტაძემ “აიაქსში” გატარებული დრო გაიხსენა
    “კინაღამ გავგიჟდი” - გიორგი მიქაუტაძემ “აიაქსში” გატარებული დრო გაიხსენა

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე “მეცის” ღირსებას იჯარის წესით იცავს, ის ამსტერდამის “აიაქსის” საკუთრება გახლავთ.

    23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ამსტერდამში გატარებული დრო გაიხსენა:

    “ამსტერდამში ყოფნის დროს ორ თვეზე მეტი სასტუმროს ოთახში მარტო ვიყავი, ამან კინაღამ ჭკუიდან შემშალა. კლუბი მინის მოძებნაში არ დამეხმარა, ეს ჩემით გავაკეთე. წარმატების მისაღწევად ნებისმიერ ფეხბურთელს სჭირდება დახმარება, ეს დახმარება კი მე არ მიგრძვნია”. - განაცხადა მიქაუტაძემ.

    ცნობისთვის, გიორგიმ ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები