• 21-04-2024
    ლუის დიასი “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს
    ლუის დიასი “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს

    როგორც მოგეხსენებათ, ”ლივერპულის” 27 წლოს ფეხბურთელი, ლუის დიასი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ალფრედო მარტინესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიასის ოცნება “ბარსელონაში” გადასვლა გახლავთ.

    თავად კატალონიურ გუნდსაც სურს კოლუმბიელი ფეხბურთელის შეძენა, თუმცა “ლივერპული” მოლაპარაკებებს მარტივად არ წარმართავს.

    ცნობისთვის, დიასმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები