• 21-04-2024
    ახალი კონტრაქტი! - საგა დასასრულს უახლოვდება
    ახალი კონტრაქტი! - საგა დასასრულს უახლოვდება

    როგორც მოგეხსენებათ, უკვე ძალიან დიდი ხანია “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიასთვის ახალი ხელშეკრულების დადებას ცდილობს.

    Il Mattino-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

    “რაც შეეხება დეტალებს, კონტრატი 2029 წლამდე გახანგრძლივდება. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებაში +1 წლით გახანგრძლივების პუნქტიც ჩაიდება. კონტრაქტის შეწყვეტის პუნქტიც იქნება ჩადებული, თუმცა მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ასევე ხვიჩას ანაზღაურება 4 მილიონი ევრო გახდება. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ხვიჩას გამოსასყიდი თანხის ღირებულებაა დასაზუსტებელი”. - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები