21-04-2024
“როცა ხედავ რომ ოსიმენს ამხელა ხელფასი აქვს…” - სოსამ ვიქტორი გააკრიტიკა
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, იტალიის მოქმედი ჩემპიონი, “ნაპოლი” კატასტროფულ ფორმაშია იმყოფება.
ვეტერანმა მოთამაშემ, რობერტო სოსამ გუნდის კოლაფსის შესახებ ისაუბრა:
“კალცონამ თანმიმდევრობა უნდა დაიცვას. რომასთან შემადგენლობაში რევოლუციას ველოდები, გუნდის ლიდერებიც კი სათადარიგო სკამზე უნდა დარჩნენ. ბევრი უარყოფით მაგალითს იღებს, მაგალითად, როცა ხედავ, რომ ოსიმენი არ დარბის, რომელსაც ასეთი მაღალი ხელფასი აქვს, სხვა ფიქრობს, მე რატომ უნდა ვირბინო?” - განაცხადა სოსამ.
ცნობისთვის, “ნაპოლი” სერია ა-ში მე-8 ადგილს იკავებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები