• 21-04-2024
    "ამის შესახებ ყველა მალე გაიგებს" - ტიაგო სილვამ თავის მომავალზე ისაუბრა
    "ამის შესახებ ყველა მალე გაიგებს" - ტიაგო სილვამ თავის მომავალზე ისაუბრა

    ტაიგო სილვამ განაცხადა, რომ თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის შემდეგ, მან "ჩელსის" დატოვების შესახებ კომენტარი გააკეთა.

    "ჩემი საფეხბურთო კარიერის მომავლის შესახებ რამდენიმე დღეში გაიგებთ, ახლა, როცა დავმარცხდით, არაფრის თქმა არ მინდა." - განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა.

    "სევდიანი ვარ მატჩის შედეგის გამო, მაგრამ ადრე თუ გვიან ახალ ამბებს ყველა გაიგებს. გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა, ახლა ამის გაზიარების დრო არ არის."

    "ჩემი ლონდონში გატარებული 4 წელი ძალიან კარგი იყო. საქმე იმაში არაა, რომ ჩემი თავის არ მჯერა, უბრალოდ უკვე ჩემი ასაკი ხელს აღარ მიწყობს ლიგის ინტენსივობასა და ტემპს ფეხი ავუწყო. იშვიათად თუ შეხვდებით მაღალ დონეზე მოთამაშეს 39 წლის ასაკში."

    "არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ეს აშკარაა, დღეს დამატებითი დროის სათამაშოდ მზად ვიყავი. ვგრძნობ, რომ შემიძლია ჯერ კიდევ რამდენიმე წელი ფეხბურთის თამაშით სიამოვნება მივიღო.

    როგორც ჩანს, ვეტერანი ბრაზილიელი მცველის დრო "არისტოკრატებში" დასასრულს უახლოვდება.

    Facebook კომენტარები