• 21-04-2024
    "გემის კაპიტანი ჟორჟია" - როგორ ეხმაურებიან ფრანგი გულშემატკივრები მიქაუტაძის პერფორმანსს
    "გემის კაპიტანი ჟორჟია" - როგორ ეხმაურებიან ფრანგი გულშემატკივრები მიქაუტაძის პერფორმანსს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხვურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 30-ე ტირის შეხვედრაში “ლე ავრს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა და თავის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

    შეხვედრის შემდეგ “მეცის გულშემატკივრები” ქართველი ფეხბურთელის პერფორმანსს გამოეხმაურნენ:

    მიქაუტაძე საოცარი ბიჭია. მადლობა ამ თამაშისთვის ჟორჟ.

    გემის კაპიტანი მიქაუტაძეა. მჯერა, რომ ეს ბიჭი ლიგა 1-ში დაგვტოვებს.

    აიაქსიდან დაბრუნების შემდეგ ჟორჟი მიქაუტაძე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, სცადეთ და შემედავეთ!

    ღმერთო, გთხოვ მიქაუტაძემ არასოდეს დაგვტოვოს. ეს ბიჭი ნამდვილი ბრილიანტია.

    მიქაუტაძე არის ის, ვინც ბენზემას უნდოდა რომ ყოფილიყო.

    ჟორჟ შენს ქვეყანაში ერთი მუსიკა მოვისმინე. როგორც დამამახსოვრდა ამბობდნენ ზღაპრის ბოლო კეთილიაო. იმედია, რომ მეცის ზღაპრის ბოლოც კეთილი იქნება.

    Facebook კომენტარები