• 22-04-2024
    ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის გუნდები აკვირდებიან! - რა ხდება მიქაუტაძის თავს
    ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის გუნდები აკვირდებიან! - რა ხდება მიქაუტაძის თავს

    ამსტერდამის "აიაქსიდან" "მეცში" დაბრუნების შემდეგ ქართველი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ძალიან მაგარ ფორმაში შევიდა.

    უცხოურ მედიაში, იწერება, რომ ფეხბურთელის ფორმაში შესვლამ ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის გუნდების დაინტერესება გამოიწვია.

    პრესის ცნობით, ესპანეთის პრიმერა დივიზიონიდან ქართველს "რეალ ბეტისი", ხოლო ინლგისის პრემიერ ლიგიდან "ფულემი" აკვირდება.

    მოგეხსენებათ, გიორგი დღემდე "აიაქსის" საკუთრებაა, ფრანგულ კლუბს კი ზაფხულში მისი გამოსყიდვა 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, ამის სურვილი კი ორივე მხრისგან დიდია.

    ასე და ამგვარად, ქართველი ფორვარდისდამი ინტერესი ნელ-ნელა დიდ გუნდებსაც უჩნდებათ და შესაძლოა მომავალი სეზონიდან ის ბეევრად კარგ გუნდში ვიხილოთ, ანაც ლიგა ერთში კვლავ "მეცს" ულიდეროს.

    ცნობისთვის, მიქაუტაძემ "მეცში" დაბრუნების შემდეგ თავი 8 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები