• 23-04-2024
    ცნობილია, თუ რა დაუჯდება ლა ლიგას კარის ხაზის ტექნოლოგიის დანერგვა
    ცნობილია, თუ რა დაუჯდება ლა ლიგას კარის ხაზის ტექნოლოგიის დანერგვა

    გამოცემა Cadena SER-ის ჟურნალისტის, ედუარდო იტურალდეს ცნობით, ესპანეთის ლა ლიგაში კარის ხაზის ტექნოლოგიის დანერგვა ფედრრაციას მხოლოდ და მხოლოდ 3 მილიონი ევრო დაუჯდება.

    ლიგამ, პრეზიდენტთან ერთად, ამის წინააღმდეგ გადაწყვეტილება უკვე 2023 წლის მაისში მიიღო. ამის მწარე შედეგები ჩვენ უკვე არაერთხელ ვიხილეთ, ყველაზე ბოლოს კი გუშინ გამართულ "ელ კლასიკოში".

    აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ტებასი (ლა ლიგის პრეზოდენტი) ყოველწლიურად დაახლოებით 5,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს თავისი პოსტით. ფაქტია, რომ აქ პრიორიტეტების აშკარა აცდენაა.

    Facebook კომენტარები