• 23-04-2024
    “სირცხვილია, ნათანსა და ხვიჩას ერთნაირი ხელფასები რომ აქვთ” - ვინჩენცო დ’ანჯელო
    “სირცხვილია, ნათანსა და ხვიჩას ერთნაირი ხელფასები რომ აქვთ” - ვინჩენცო დ’ანჯელო

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას დაბალი ხელფასი აურელიო დე ლაურენტისის კრიტიკის ერთ-ერთი მძლავრი მიზეზი გახლავთ.

    იტალიელი რეჟისორი სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშეს 1.5 მილიონ ევრის უხდის, რაც ძალიან ცოტაა.

    საგულისხმოა, რომ “ნაპოლის” ერთი ჩვეულებრივი მოთამაშე, ნათანი ხვიჩას იდენტურ ხელფასს იღებს.

    სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთკა ცნობილმა ჟურნალისტმა, ვინჩენცო დ’ანჯელომ ისაუბრა:

    “გასულ წელს ნაპოლი ნამდვილი მანქანა იყო, რომელიც დაფრინავდა. წელს ფეხბურთელებს სახეზე ემჩნევათ, რომ სეზონის მალე დასრულება სურთ. რა იწვევს ასეთ რეგრესს? პირველ რიგში მმართველობის პრობლემები. დღემდე ვერ გამიგია, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია და ნათანს ერთნაირი ხელფასები რატომ აქვთ? ცხადია, ასეთი უსამართლობა თამაშზე გავლენას მოახდენს”. - განაცხადა დ’ანჯელომ.

    ცნობისთვის, კვარაცხელიას კონტრაქტუს გახანგრძლივებასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

    Facebook კომენტარები