• 23-04-2024
    მამარდაშვილი "ვალენსიაში", შესაძლოა, დარჩეს - რა გეგმა აქვს კლუბს
    მამარდაშვილი "ვალენსიაში", შესაძლოა, დარჩეს - რა გეგმა აქვს კლუბს

    ცნობილმა გამოცემა "AS"-მა "ვალენსიას" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, "ღამურებს" გუნდის ლიდერების ზაფხულში გაყიდვა, შესაძლოა, არ დასჭირდეთ.

    "კლუბის ხელმძღვანელების შეხვედრაზე განისაზღვრა იმ თანხის ოდენობა, რომლითაც 2024/25 წლების სატრანსფერო ბიუჯეტში უნდა შევიდეს.

    "საუბარია 20 მილიონ ევროზე, რომლის შეასგროვებლად "ვალენსიას" დრო ჯერ კიდევ აქვს.

    "კლუბმა, შესაძლოა, შეადგინოს ისეთი გეგმა, რომელიც მას ლიდერების შენარჩუნების საშუალებას მისცემს. მამარდაშვილი, მოსკერა, პეპელუ, გაია, უგო დურო და სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, რომლებსაც ესპანურ კლუბში დარჩენა შეეძლებათ", - წერს გამოცემა.

    აქვე გეტყვით, რომ "ღამურების" ქართველ მეკარეს კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები