• 23-04-2024
    "ფეხბურთი მეორე შანსს ყოველთვის გაძლევს" - გუარდიოლამ სილვაზე ისაუბრა
    "ფეხბურთი მეორე შანსს ყოველთვის გაძლევს" - გუარდიოლამ სილვაზე ისაუბრა

    პეპ გუარდიოლას სჯერა, რომ ბერნარდო სილვას გამარჯვების გოლი "ჩელსის" კარში გვაჩვენებს, თუ როგორ გვაძლევს ფეხბურთი მძიმე პერიოდიდან ძლიერად დაბრუნების საშუალებას.

    "ის გულშემატკივრებს უყვართ მისი შრომისმოყვარეობის, საოცარი უნარებისა და გუნდისადმი თავდადების გამო. თუმცა მას შემდეგ, რაც მან "რეალთან" პენალტი ვერ გაიტანა, ძალიან მძიმე პერიოდი ჰქონდა." განაცხადა პეპმა.

    გუარდიოლამ დაამატა: "ძალიან მიხარია მის გამო. ცხოვრება და ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს მეორე შანსს - და ასეც მოხდა."

    "თავიდან მის შეცვლას ვაპირებდი, თუმცა, გოლის შემდეგ, უკვე ეს აღარ შემეძლო. 25 წუთის შემდეგ უკვე მივხვდი, რომ ძალიან დაიღალა, მაგრამ როცა ბერნარდო მოედანზე მყავს, თავს მეტად კომფორტულად ვგრძნობ და ამის უამრავი მიზეზი მაქვს. მისთვის ეს დღეები ნამდვილად მძიმე იყო, თუმცა, საბედნიეროდ, მან შეძლო და ფინალში გამსვლელი გოლიც გაიტანა." განაცხადა ესპანელმა

    Facebook კომენტარები