• 23-04-2024
    "ამის თქმა შეცდომა იყო" - "ლევერკუზენის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვირცზე ისაუბრა
    "ამის თქმა შეცდომა იყო" - "ლევერკუზენის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვირცზე ისაუბრა

    "ლევერკუზენის ბაიერის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერნანდო კარომ დაადასტურა, რომ ფლორიან ვირცი არსად არ მიდის.

    მან განაცხადა: "მე ერთხელ ვთქვი, რომ ვირცის ფასი 150 მილიონი ევრო იყო. ამის თქმა შეცდომა იყო. ის ჩვენთვის უბრალოდ შეუფასებელია. მახსოვს რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრე, რომლებსაც გუნდიდან წასვლა და ტიტულების მოგება უნდოდათ. ახლა უკვე ეს განხილვის საგანი აღარაა."

    გუნდი მიზნად სეზონის ყველა ტურნირზე დაუმარცხებლად დასრულებას ისახავს. ალონსოს შეგირდებს შანსი აქვთ ბუნდესლიგის ტიტულს გერმანიის თასი და ევროპა ლიგის ტიტულებიც დაამატონ და სეზონი ტრიუმფალურად დახურონ.

    შეგახსენებთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ 20 წლის ასაკში ვირცმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა "ლევერკუზენის" ისტორიული ბუნდესლიგის მომგებ სეზონში. გერმანელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 17 გოლი და 19 ასისტია, რაც ამ ასაკის ნახევარმცველისთვის უბრალოდ ფენომენალური შედეგია.

    Facebook კომენტარები