• 24-04-2024
    რომანო ადასტურებს - ოლივიე ჟირუ MLS-ში მიდის
    რომანო ადასტურებს - ოლივიე ჟირუ MLS-ში მიდის

    ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფრანგი თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ, "მილანიდან" კარიერას MLS-ის კლუბ "LAFC-ში" განაგრძობს.

    როგორც ირკვევა, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება ჯერ კიდევ გასულ თვეს შედგა. ახლა კი ფრანგმა ყველა ფორმალურ დოკუმენტს მოაწერა ხელი და ოფიციალურად შეუერთდა ამერიკელთა რიგებს.

    ჩვენ ვიხილეთ ოლივიეს ბრწყინვალე კარიერა "მილანში", "არსენალსა" თუ "ჩელსიში", ასევე ვნახეთ უამრავი მოგებული ტიტული, საფრანგეთთან ერთად აღმართული მსოფლიო თასი თუ ჩელსისთან ერთად მოგებული ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასი. ჟირუს ევროპის მასშტაბით ფენომენალური შედეგები აქვს დაფიქსირებული. ახლა კი ის ევროპიდან აშშ-ში უნდა გავაცილოთ.

    37 წლის ფრანგის ანგარიშზე მისი ევროპული კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 713 მატჩში 284 გოლი და 100 ასისტი, 13 ტიტული და 4 ინდივიდუალური ჯილდოა. ჟირუ უდავოდ ამ თაობის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელია, რომელიც თავის საფეხბურთო მოგზაურობას ამჯერად სხვა კონტინენტზე გააგრძელებს.

    Facebook კომენტარები