• 24-04-2024
    “კვარაცხელია ყველაზე ნიჭიერია ვისთან ერთადაც მითამაშია” - დარკო იევტიჩი
    “კვარაცხელია ყველაზე ნიჭიერია ვისთან ერთადაც მითამაშია” - დარკო იევტიჩი

    ხვიჩა კვარაცხელიასა და მოჰამედ სალაჰის ყოფილმა თანაგუნდელმა, დარკო იევტიჩმა Metaratings-თან საუბრის დროს საინტერესო კომენტარი გააკეთა:

    “ხვიჩა თუ სალაჰი? ტალანტით რომ ვიმსჯელოთ ხვიჩა საუკეთესოა, რომლებთანაც ოდესმე მითამაშია. თუ უშუალოდ სისწრაფეს ეხება საქმე, კვარაც სწრაფია, თუმცა სალაჰს აქვს უპირატესობა. სხვა საფეხბურთო კომპონენტებს რაც შეეხება, ხვიჩა აღემატება და ვუსურვებ, რომ სალაჰის მსგავსი კარიერა ჰქონდეს”. - განაცხადა იევტიჩმა.

    ცნობისთვის, იევიტიჩი სალაჰთან ერთად “ბაზელში”, ხვიჩასთან ერთად კი “რუბინში” ასპარეზობდა.

    Facebook კომენტარები