• 25-04-2024
    "ბიძინა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც...", - რას ამბობს ლევან კობიაშვილი
    "ბიძინა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც...", - რას ამბობს ლევან კობიაშვილი

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ბიძინა ივანიშვილზე კომენტარი გააკეთა.

    "სხავადასხვა მედიასაშუალებამ მომეტებული ინტერესი გამოხატა იმის შესახებ, მიიღო თუ არა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ მილოცვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. 

    "მსურს ვუთხრა ამ თემით დაინტერესებულ მედიას, რომ საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა.

    "ის ათეულობით წლების განმავლობაში ახორციელებდა ქველმოქმედებას ისე, რომ მისი სახელი და გვარიც კი არავინ იცოდა და რა გასაკვირია, რომ გულითადი მილოცვა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ყოველგვარი აფიშირების გარეშე მიიღო“, - თქვა კობიაშვილმა.

    Facebook კომენტარები